გაკვეთილის გეგმები



გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა:
რა ვიცით დიდგორის ომის შესახებ?
სწავლების საფეხური:
საბაზო, IX კლასი
მოსწავლეთა პროფილი:
0
 
 მიზანი:
შეისწავლის დიდგორის ომის შესახებ ინფორმაციას
ადგენს და აანალიზებს მის გამომწვევ მიზეზებს.
საუბრობს მის გავლენას იმდროინდელ საქართველოს ეკონომიკურ–პოლიტიკურ ცხოვრებაზე

გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა:
ნათლად იკვეთება საქართველოს ყოფიითი მდგომარეობა 11–12საუკუნეებში
კავშირი საგნებთან:
გეოგრაფია
ე.ს.გ. მისაღწევი შედეგები:
ისტ.IX.2-აანალიზებს საქართველოში საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას ქართული სახელმწიფოს წარმოშობისა და განვითარებაზე;
ისტ.IX.3-იკვლევს საქართველოში სოციალურ ურთიერთობებს უძველესი დროიდან დღემდე.
წინარე ცოდნა:
იციან ვინ არის დავით აღმაშენებელი.იცნობენ მის მიერ გატარებულ რეფორმებს ქვეყნის აღორძინებისათვის.
რესურსები:
IX კლ. სახელმძღვანელო, საქართველოს რუკა, რვეული, კომპიუტერი.
გაკვეთილის მსვლელობა:
A-ფაზა
დრო-10წთ
აქტივობა1.საშინაო დავალების შემოწმება,ანალიზი
აქტივობა -შემოვლა
ორგანიზების ფორმა -მთელი კლასი
2.პროვოცი რება
აქტივობა-კითხვა პასუხი
1.რა სახის რეფორმები ჩაატარა დავითმა?
2.შეაფასეთ დავითის სამხედრო რეფორმა
3.რამდენად გამართლებული იყო ყივჩაღთა ჩამოსახლება 
B-ფაზა-ახალი მასალის ახსნა
დრო-20წთ
აქტივ.3-მინი ლექცია (მოსწავლეებს ვესაუბრები დიდგორის ომის მიზეზებსა და შედეგებზე რუკაზე ვუჩვენებ დიდგორს.
ორგანიზების ფორმა-მთელი კლასი

 C-ფაზა-ახალი მასალის განმტკიცება

დრო-15წთ
აქტივობა1-დიაგრამის შევსება
მოსწავლეებს ვაძლევ სამუშაოდ ჩამოწერონ.. როგორი იყო ორგანიზება ქართველთა და თურქ სელჩუკთა ჯარის
აქტივობა-2 წყაროზე მუშაობა
ჯგუფებს ვამუშავებ წყაროზე.1-ჯგუფი ახდენს ანალიზს ,,დავითის ლაშქრის შემადგენლობის შესახებ, 2-ჯგუფი ახდენს ანალიზს ,,დავითის ისტორიკოსი დიდგორის ბრძოლის შესახებ
გაკვეთილის  შეჯამება
აქტივობა-კითხვა -პასუხი
1.რა გვასწავლა ამ გაკვეთილმა?
2.რით იყო თქვენთვის გამორჩეული?
3ხომ არ დარჩა რაიმე ბუნდოვანი?
საშინაო დავალების მიცემა ( დაწერონთემა: „ძლევაი საკვირველი“
შეფასება:
შეფასების რუბრიკა





No comments:

Post a Comment